გია ვოლსკი: დღევანდელი დღე დაფიქრების დღეა, მათ შორის დაფიქრებას ველოდებით იმ ხალხის მხრიდან, რომელიც კითხვებს სვამს, არა მარტო პასუხზე, მომავალსა და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე უნდა ვიფიქროთ

ვოლსკი

დღევანდელი დღე დაფიქრების დღეა, მათ შორის დაფიქრებას ველით იმ ხალხის მხრიდან, რომელიც კითხვებს სვამს, არა მარტო პასუხზე, მომავალსა და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე უნდა ვიფიქროთ, არამედ იმაზეც, თუ რა კითხვას სვამ, რა არის ამ კითხვაში ჩადებული, რას გინდა რომ მიაღწიო, რა პოლიტიკური მიზნები და ამოცანები გაქვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ადამიანებმა ყველაფერი უნდა გაიაზრონ.

„ხვალინდელი დღიდან შეგვიძლია, დავიწყოთ საუბარი იმ თემებზე, რომელიც აშკარად პოლიტიკური ნიშნითაა. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, როგორც ყოველთვის, სააკაშვილი ბოდავს, მაგრამ ეს ბოდვა კონკრეტული მიზნისკენაა მიმართული. დღეს კიდევ ერთხელ გავიაზროთ რა მოხდა, რა მდგომარეობაა მსოფლიოსა და საქართველოში შექმნილი, რა უნდა ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს და შემდეგ გავცეთ პასუხი უკვე სააკაშვილსაც და ზურაბიშვილსაც და ნებისმიერ სხვას, ვისაც ამ საკითხებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.