საქართველოს საპენსიო ფონდი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1754922302
ადგილობრივმა არჩევნებმა საგანგებო პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ომი მიდის იმისათვის, რომ საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება და მოვიდეს მარიონეტული ჯგუფი, რომელიც შეასრულებს გარედან მიღებულ დავალებებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ადგილობრივი არჩევნები უკავშირდება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, გარკვეულ ხედვებს, კონსპირაციას.
„ადგილობრივმა არჩევნებმა საგანგებო პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა. მსოფლიოში შექმნილ ვითარებაში, ამ პროცესების შემყურე, რომელიც უამრავ სისხლსა და ცრემლს წარმოშობს, რასაკვირველია, სტაბილურობა – შეხსენების საგანი იქნება. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ომი მიდის იმისათვის, რომ საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება და მოვიდეს მარიონეტული ჯგუფი, რომელიც შეასრულებს გარედან მიღებულ დავალებებს. ადგილობრივი არჩევნებიც უკავშირდება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, გარკვეულ ხედვებს, კონსპირაციას და ა.შ. მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი თემაა – სოციალური საკითხებია და ის კონკრეტული ამოცანები, რომელიც უნდა გადაწყვიტოს ადგილობრივმა ხელისუფლებებმა, როდესაც ვსაუბრობთ საზოგადოების პრობლემებზე, ინტერესებზე, განათლებაზე, სოფლის მეურნეობაზე, ეკონომიკაზე და უამრავ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ადგილობრივ თემებს, გამოწვევებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, პოლიტიკურ სივრცეში ცარიელი ადგილი არ რჩება, გამოჩნდებიან პოლიტიკური ჯგუფები, გაერთიანებები, რომლებიც ამ ეტაპზე თუ არ გაიმარჯვებენ, ყოველ შემთხვევაში საზოგადოებას დაამახსოვრებენ თავს და მომავალში კიდევ ცდიან ბედს პოლიტიკურ ასპარეზზე გამარჯვებისათვის.
„ექსპერტების შეფასებით, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ამას საქართველოსთვის კიდევ ერთი მახასიათებელი აქვს – არ ჩამოყალიბდა ჯანსაღი სტაბილური პოლიტიკური ატმოსფერო, როდესაც პოლიტიკური გუნდები ცნობილები არიან პროგრამებით, იდეებით, ლიდერებით და ძალიან ძნელია გაჩნდეს ახალი, თუ მას არ გააჩნია ის ინტელექტუალური რესურსი, რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზე გამარჯვებისთვის არის საჭირო.
„ეს ატმოსფერო და ვითარება საქართველოში დღეს არ არის შექმნილი. არის გარკვეული ადამიანების ჯგუფი, პოლიტიკური ძნელად თუ დაერქმევა იმ ხალხს, ვინც ცდილობს, წავიდეს რევოლუციური გზით და საქართველოში დესტაბილიზაცია მოიტანოს, ხელისუფლებაში მოვიდეს. იმ პარტიებმა, რომელთა შემადგენლობას ასე თუ ისე საზოგადოება იცნობს, გარედან შემოსული ინსტრუქციის მიმართ დაქვემდებარება და ამის რეალიზაციისათვის ფულადი რესურსის მიღება გაიხადეს მთავარ ამოცანად“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.