გია ნოდია, დავით დარჩიაშვილი, "ალკუპონა" რომან გოცირიძე და მათნაირნი პრეზიდენტ ტრამპზე ომის წამქეზებელთა მახინჯ გზავნილებს იმეორებენ; "მიშმადიდებელია" ზნედაცემული ბრიყვი - უსამშობლო ნაცსექტანტი და იმავდროულად, სინდის-ნამუსიანი პერსონაჟი ბუნებაში არ არსებობს - გია აბაშიძე

გია აბაშიძე

 პროფესორები გია ნოდია, დავით დარჩიაშვილი, "ალკუპონა" რომან გოცირიძე და მათნაირნი პრეზიდენტ ტრამპზე ომის წამქეზებელთა მახინჯ გზავნილებს იმეორებენ; "მიშმადიდებელია" ზნედაცემული ბრიყვი,- წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, “ უსამშობლო ნაცსექტანტი და იმავდროულად, სინდის-ნამუსიანი პერსონაჟი ბუნებაში არ არსებობს”.

აბაშიძე ასევე აღნიშნავს, რომ დროა საქართველომ აშშ-ის მსგავსად წესრიგი დაამყაროს სახელმწიფო უნივერსიტეტებში, მხედველობაში კი “ილიაუნი” ჰყავს, სადაც აღნიშნული პროფესორები გადაგვარებულ იდეოლოგიას ავრცელებენ. “პროფესორები გია ნოდია, დავით დარჩიაშვილი, "ალკუპონა" რომან გოცირიძე და მათნაირნი პრეზიდენტ ტრამპზე ომის წამქეზებელთა მახინჯ გზავნილებს იმეორებენ; "მიშმადიდებელია" ზნედაცემული ბრიყვი. უსამშობლო ნაცსექტანტი და იმავდროულად, სინდის-ნამუსიანი პერსონაჟი ბუნებაში არ არსებობს. ასეთი განსწავლულნი, მაგრამ რეპუატაციაშელახულნი არიან ვიწრო "ბაბლში", მედიაში ხშირად ციტირებენ, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო დასაცინნი ხდებიან. არავის ვურჩევდი ილიაუნიში სწავლას, რადგან ამგვარი ნაცასპიტები მომავალი თაობებს გონებას უმღვრევენ. ვისურვებდი, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის მსგავსად, საქართველოს ხელისუფლებამ წესრიგი დაამყაროს იმ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, სადაც გადაგვარებულ იდეოლოგიას ატირაჟირებენ”,- წერს გია აბაშიძე.