გია ბენაშვილი ევროპარლამენტის წევრს შეხვდა

გია ბენაშვილი ევროპარლამენტის წევრს შეხვდა

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გია ბენაშვილი ევროპარლამენტის წევრ კრისტიან ტერეშს შეხვდა.

გია ბენაშვილმა ევროპელ კოლეგას კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს როლზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონში არსებულ სატრანსპორტო დერეფნებსა და ამ მიმართულებით საქართველოს პოტენციალს.

მხარეებმა მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.