უკვე 1 წელია ეძებენ გამარჯვებულს, რომელმაც ლატარიაში 1 მილიონი დოლარი მოიგო
1766845253
ბაჩანა ახალაიასა და ერთ-ერთი გლუვტვინიანი ნაცპროპაგანდისტის ბოლო ინტერვიუდან ჩანს, რომ გადატრიალების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი აღიარებს ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს 4 ოქტომბერს, რომელშიც თურმე „არ მონაწილეობდა", - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, 9 ოქტომბერს თენგო გოგოტიშვილთან ინტერვიუს მსვლელობისას ბაჩანა ახალაიას მიერ გაკეთებულ განცხადებას.
აბაშიძის თქმით, უკვე არაერთხელ წარმოჩინდა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებსა და მათ “მედია-გოშიებს ახასიათებთ თვითმამხილებელი ყრანტალი”.
„ბაჩანა ახალაიასა და ერთ-ერთი გლუვტვინიანი ნაცპროპაგანდისტის ბოლო ინტერვიუდან ჩანს, რომ გადატრიალების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი აღიარებს ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს 4 ოქტომბერს, რომელშიც თურმე „არ მონაწილეობდა".
არაერთხელ წარმოჩინდა, რომ ამ ე.წ. სტრატეგებსა და მათ მედია-გოშიებს ახასიათებთ თვითმამხილებელი ყრანტალი. და როცა ამ უსამშობლო სექტის ე.წ. "ჟურნალისტები" იწყებენ ნაცავაზაკების ვითომ ჰეროიზაციას, იქ ჩანს თუ რა სამარცხვინო, თავცარიელ და ბოროტ პერსონაჟებთან გვაქვს საქმე.
ამასობაში, ერის მოღალატეების სასამართლო პროცესები და ანტიქართული ე.წ. „პარტიების" აკრძალვის დროც ახლოვდება.”- წერს გია აბაშიძე.