19 წლის ბიჭი, რომელსაც ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1746606065
გერმანიის მთავრობის ფორმირების შემდეგ, ბორის პისტორიუსი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დარჩება.
გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულმა“ პარტიამ, რომელიც ახალ მთავრობას „ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირთან“ ერთად ჩამოაყალიბებს, მინისტრები დაასახელა.
სიის თანახმად, ბორის პისტორიუსი რჩება თანამდებობაზე.
როგორც მედია წერს, ბორის პისტორიუსი ოლაფ შოლცის მთავრობაში გერმანიის არმიის გაძლიერებისა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერი იყო.
პისტორიუსმა განაცხადა, რომ ღიაა უკრაინაში გერმანული კონტინგენტის განთავსების იდეისადმი.
გარდა ამისა, ბორის პისტორიუსი ოლაფ შოლცის მთავრობაში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია.