წყალი 11 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1773770627
ეს კანონი გამოიყენება სხვა მიზნებისთვის. ჩვენ ვუსმენთ ხმას, რომელიც მოდის თქვენი საზოგადოებიდან, ოპოზიციიდან. მათგან ვიგებთ, რომ საქართველოში არსებობს მრავალი პრობლემა გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა გერარდო ჯოვანიოლიმ „ქრონიკას“ პარიზში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომის შემდეგ, სადაც საქართველოს საკითხზე იმსჯელეს.
ჟურნალისტმა სთხოვა დაესახელებინა არგუმენტი, რატომ არის საქართველოში გამჭვირვალობის მიზნით მიღებული კანონი პრობლემა.
„ეს კანონი გამოიყენება სხვა მიზნებისთვის. ჩვენ ვუსმენთ ხმას, რომელიც მოდის თქვენი საზოგადოებიდან, ოპოზიციიდან. ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ მათ მოვუსმინოთ და მათგან ვიგებთ, რომ საქართველოში არსებობს მრავალი პრობლემა გამოხატვის თავისუფლებასთან და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით. და თუ ეს ასეა, ეს ჩვენთვის ცუდია“, - ამბობს ჯოვანიოლი.
კითხვაზე, როდესაც საუბრობს დემოკრატიის უკუსვლაზე, აქვს თუ არა კონკრეტული მტკიცებულებები, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ასე პასუხობს:
„მე გამომძიებელი არ ვარ, არც ერთ-ერთი მომხსენებელი ვარ და არ მაქვს რაიმე პირადი ინფორმაცია ამ სიტუაციაზე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს“.