Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს - გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი
1751316633
დღემდე გახარიას პარტიას ველოდებოდით, თუმცა უკვე ვადა ამოიწურა და დღის წესრიგში დგას მანდატების შეწყვეტა. კანონი ითხოვს, რომ დეპუტატს უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს, როცა სხდომებს არასაპატიო მიზეზით აცდენს, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, გახარიას პარტიის საპარლამენტო სიაში მყოფი შემდეგი 12 ადამიანი შევა თუ არა პარლამენტში, ეს მათი პატრონების დაკვეთაზე იქნება დამოკიდებული.
„ამ რადიკალებისგან რაიმე გონივრულს არ ველოდები, რადგან ვიბნევი, ვინ რას გეგმავს და რას აკეთებს. ახლა ერთმანეთს უჩივიან და ერთმანეთს შიმშილობით აშანტაჟებენ. ამ რადიკალებს რა უნდათ, ვერ გეტყვით. დღემდე, გახარიას პარტიას ველოდებოდით, თუმცა უკვე ვადა ამოიწურა და დღის წესრიგში დგას, რომ მანდატი შეუწყდეს. კანონი ითხოვს, რომ უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს, როცა სხდომებს არასაპატიო მიზეზით აცდენს. შემდეგ თორმეტეულს შემოუშვებენ თუ არა, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, მათი პატრონებისგან რა დაკვეთაც იქნება. არ გამორიცხოთ, რომ შემდეგი თორმეტეული პარლამენტშიც შემოვიდეს და საკრებულოებშიც იყვნენ წარმოდგენილი. მათ საქმიანობაში ლოგიკა არ არის“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.