გადატრიალებასთან დაკავშირებული მოწოდებები მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში ნიჰილიზმი შემოიტანონ - კახა კალაძე

 კახა კალაძე

დედაქალაქის მერი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სოფო ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ „ხელისუფლება თვითმმართველობის არჩევნებზე ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს“.

კახა კალაძის თქმით, მსგავსი მოწოდებები მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში ნიჰილიზმი შემოიტანონ და საზოგადოებაში კითხვები გააჩინონ.

„მოწოდებები, რასაც ჩვენ სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით ვისმენთ, ასევე, სხვადასხვა ცრუ ინფორმაციების კონკრეტულ ფაქტებად გავრცელება, ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე ქვეყანაში ნიჰილიზმი შემოიტანონ, საზოგადოებაში გააჩინონ კითხვები. ყველა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, შესაბამისი უწყებებიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

ხელისუფლება 4 ოქტომბერს გამარჯვებას ელოდება. საკმაოდ მნიშვნელოვანი არჩევნებია და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის თანადგომით, ყველა მუნიციპალიტეტში შევძლებთ გამარჯვებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.