ფრიდრიხ მერცი: ევროპამ უნდა გადახედოს თავის ინტერესებს და მოიძიოს ახალი პარტნიორები მსოფლიოში, რადგან ამერიკასთან ურთიერთობა იცვლება

ფრიდრიხ მერცი

„ევროპამ უნდა გადახედოს თავის ინტერესებს და მოიძიოს ახალი პარტნიორები მსოფლიოში, რადგან ამერიკასთან ურთიერთობა იცვლება, - განაცხადაგერმანიის კანცლერმა. ფრიდრიხ მერცმა აღნიშნა, რომ ევროპა ნოსტალგიის გარეშე უნდა მოერგოს ახალ რეალობას.

მისი თქმით, ამერიკა მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება.

„აშშ ჩვენს უმნიშვნელოვანეს პარტნიორად რჩება. მზად ვართ მჭიდრო კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის, თუმცა ცხადი ხდება, რომ ეს პარტნიორობა ნაკლებად მკაფიო იქნება. ის უფრო ჩამოყალიბდება კონკრეტული საკითხებისა და ინტერესების თვალსაზრისით.

უკრაინის მხარდაჭერა მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე არის ევროპის ერთობლივი ძალისხმევის მაგალითი“, - აღნიშნა მერცმა.