1775900504
fox news-ის სტატიის თანაავტორი და ინფორმაციის მიმწოდებელი გიორგი კანდელაკი და თინა ხიდაშელი არიან-გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისთვის ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, გარე აქტორების დღის წესრიგის მხარდაჭერა დგას - ჩიხელიძე
fox news-ის სტატიაზე, რომლის თანაავტორი და ინფორმაციის მიმწოდებელი გიორგი კანდელაკი და თინა ხიდაშელი არიან, სტატიაში საუბარია საქართველოს ირანთან ურთიერთობის გაღრმავებაზე და საქართველოს მიერ ირანის მხარდაჭერაზე. თუ ადრე სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება სირცხვილად ითვლებოდა და ასეთი ქმედებები ფარულად ხორციელდებოდა, დღეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია, მსგავსი ნაბიჯები უკვე ღიად, დემონსტრაციულადაც კი იდგმება- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე FOX NEWS-ის სტატიაზე.
„30 ვერცხლად გაყიდული საქართველო“ ეს ფრაზა ზუსტად აღწერს პროცესს, როდესაც ქვეყნის შიდა პოლიტიკური ფიგურები საერთაშორისო სივრცეში საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ. fox news-ის სტატიაზე, რომლის თანაავტორი და ინფორმაციის მიმწოდებელი გიორგი კანდელაკი და თინა ხიდაშელი არიან, სტატიაში საუბარია საქართველოს ირანთან ურთიერთობის გაღრმავებაზე და საქართველოს მიერ ირანის მხარდაჭერაზე.
თუ ადრე სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება სირცხვილად ითვლებოდა და ასეთი ქმედებები ფარულად ხორციელდებოდა, დღეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია, მსგავსი ნაბიჯები უკვე ღიად, დემონსტრაციულადაც კი იდგმება. იქმნება შთაბეჭდილება, (ფაქტია) რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისთვის ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დგას გარე აქტორების დღის წესრიგის მხარდაჭერა.
ღალატის კონტექსტში მნიშვნელოვანია გავიხსენოთ რუსეთ-უკრაინის ომი, როდესაც სწორედ იგივე ჯგუფები აქტიურად ავრცელებდნენ ბრალდებებს, თითქოს საქართველო რუსეთს ეხმარებოდა. თუმცა საერთაშორისო მონიტორინგისა და შესაბამისი მექანიზმების მიერ მსგავსი ბრალდებები არ დადასტურდა. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ნარატივი მაინც გამოიყენებოდა ქვეყნის იმიჯის დასაზიანებლად.
შემდეგ ეტაპზე იმავე ჯგუფის მიერ გაჩნდა მოთხოვნები, რომ საქართველოსთვის არ მიეცათ კანდიდატის სტატუსი, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის სტრატეგიულ მიზნებს. მოგვიანებით, კრიტიკის ობიექტად იქცა საქართველოს ურთიერთობა ჩინეთთან, მაშინ, როდესაც პრაქტიკულად მთელი მსოფლიო, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, კანადა, აშშ, გერმანია, იტალია და ა.შ. აქტიურად ცდილობს პეკინთან სტაბილური და პრაგმატული ურთიერთობების შენარჩუნებას.
დღეს ქვეყნის გამყიდველთა ჯგუფი ირანთან დაკავშირებით კვლავ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. ბუნებრივია ჩნდება კითხვა სად გადის ზღვარი შიდა პოლიტიკურ ბრძოლასა და სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებას შორის? როდესაც კონკრეტული პირები ან ჯგუფები სისტემატურად ავრცელებენ სიცრუეს, რომლებიც ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს აზიანებს, სცდება ჩვეულებრივ პოლიტიკურ კონკურენციას და ის დასჯად ქმედებას წარმოადგენს! ქვეყნის ღალატი კანონით ისჯება!
მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ მსგავსი ბრალდებები, როგორც წესი არ ემყარება მყარ მტკიცებულებებს და წარმოადგენს საინფორმაციო ომის ელემენტებს. ამიტომაც, მათი ეფექტი საბოლოოდ შეზღუდულია, რადგან სახელმწიფო ინსტიტუტები და საერთაშორისო პარტნიორები გადაწყვეტილებებს იღებენ ფაქტებზე დაყრდნობით და არა ხმაურიან განცხადებებზე.“- წერს ჩიხელიძე.












