ფინანსთა მინისტრი ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

შეხვედრა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ამიტ კუმარ მიშრას შეხვდა.

შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივა.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატებები უსურვა საქმიანობაში. თავის მხრივ, ინდოეთის ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან პარტნიორობის მნიშვნელობას და გამოთქვა მზაობა ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პროცესს.