67 წლის კაცი, რომელიც 11 წლის ნათესავის სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს, გარდაცვლილი იპოვეს
1787496967
უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საზოგადოებას უნდა უპასუხოს, იცოდა თუ არა თავისი გარემოცვის წევრებს შორის შესაძლო კორუფციის შესახებ.
BBC-სთან ინტერვიუში ფედოროვმა კომენტარი გააკეთა თანხების სავარაუდო გათეთრების სქემასთან დაკავშირებით ახლახან ჩატარებულ ანტიკორუფციულ გამოძიებაზე, რომელშიც, გამოძიების მონაცემებით, შესაძლოა პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსანი ყოფილიყო ჩართული.
ყოფილი მინისტრის თქმით, ეს საქმე აჩენს კითხვას იმის შესახებ, იყო თუ არა ზელენსკი ინფორმირებული თავის გარემოცვაში სავარაუდო კორუფციის თაობაზე.
„მან უპასუხოს ამ კითხვას. მიმაჩნია, რომ ის მზადაა ასეთი კითხვებისთვის. ეს მისი პასუხისმგებლობაა - გვითხრას ყველას, იცოდა თუ არა ამ ყველაფრის შესახებ. მე არ მინდა რაიმე ვარაუდების გამოთქმა“, - აცხადებს ფედოროვი.