გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
,,უკვე თვეებია, პარლამენტი ღელავს და წუხს იმ ფაქტის გამო, რომ 2024 წლის ოქტომბერში ქართველებმა არ აირჩიეს ევროკავშირის გეგმის მთავრობა", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ჰანს ნოიჰოფმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ თავისი ქვეყანა ორ ბლოკს შორის მიმდინარე კონფლიქტიდან გამოიყვანა, რაშიც ევროპარლამენტს სურდა საქართველოს ჩათრევა.
"ევროპარლამენტს მოსწონს საკუთარი თავის მორალის ინსტიტუციად მიჩნევა - მოსამართლედ აღქმა, რომელიც პოლიტიკაში სიკეთესა და ბოროტებას შორის არჩევანს აკეთებს. უკვე თვეებია, პარლამენტი ღელავს და წუხს იმ ფაქტის გამო, რომ 2024 წლის ოქტომბერში ქართველებმა არ აირჩიეს ევროკავშირის გეგმის მთავრობა. თვეების განმავლობაში კომიტეტები და ორგანოები ფიქრობენ, თუ როგორ დასაჯონ ქართველები ამის გამო. ევროპის სახალხო პარტიის ანგარიში წარმოადგენს ცოდვების კატალოგს და აყენებს სხვადასხვა მოთხოვნას, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას, როგორიცაა პირადი სანქციები, იურიდიული პროცედურები ან კოლექტიური დასჯა. ის არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ თავისი ქვეყანა ორ ბლოკს შორის მიმდინარე კონფლიქტიდან გამოიყვანა, რაშიც ჩვენ გვსურდა მათი ჩათრევა. ეს ანგარიში უგულებელყოფს საკუთარ კანონმდებლობას. ჩვენ ამ ანგარიშს მხარს არ დავუჭერთ", - განაცხადა ჰანს ნოიჰოფმა.