„ხატის წინაშე ვიფიცებ...“ - ქეთი ეგიდუნაშვილის მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1747770750
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, მიგრაციის შესახებ ახალ კანონთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ტურისტული მიზნით შემოსული ადამიანები რჩებოდნენ და არსებულ საკანონმდებლო ხარვეზებს იყენებდნენ, იმისთვის, რომ ქვეყანაში ყოფნის ვადები გაეხანგრძლივებინათ.
„დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც ქვეყანაში ტურისტული მიზნით შემოსული ადამიანები რჩებიან და იყენებენ სხვადასხვა საკანონმდებლო ხარვეზებს, რათა ხანგრძლივი ვადით დარჩნენ.“- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
„ევროპის არაერთი ქვეყანა ცვლის და ამკაცრებს თავის მიგრაციულ კანონმდებლობას და შემოდის სხვადასხვა მექანიზმი, რომელიც თავშესაფრის სისტემის ამგვარად, ანუ ბოროტად გამოყენების პრევენციის მიზნით არსებობს.
ვაკვირდებოდით იმ თანამედროვე მიდგომებს და კონკრეტულ საკითხებს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება ამ მიმართულებით და ასევე ,ვაკვირდებოდით იმ პრაქტიკას, რაც ჩვენ ქვეყანაში არსებობდა“- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.