ევროპარლამენტიდან, თუ ცალკეული ანალიტიკური ცენტრებიდან, რაც არ უნდა გვიმტკიცონ, „გმირები“ და „სახელმწიფო მოღვაწეები“ ვერასდროს გახდებიან წინა ხელისუფლების კრიმინალები - გია აბაშიძე

გია აბაშიძე

მრავალჯერ დავაფიქსირე ის, რომ კრემლის პროპაგანდას ემსახურება დასავლეთის რიგი აქტორების მიერ სააკაშვილის, ადეიშვილის, კეზერაშვილის და სხვა ნაცჯალათების ე.წ. ჰეროიზაცია, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „თუ ჩვენ ვამბობთ, რომ პირში ვეუბნებით სიმართლეს ჩვენ მოყვარე, ჩვენ მეგობრებს ეს ანტიდასავლურობაა?! და ადეიშვილის გადაადგილება დასავლურობა?!“

აბაშიძის თქმით, არც ისაა დასავლური, როცა საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობაზე მეოცნებე ნაცსექტის პერსონაჟები ფინანსდებიან უცხოური გრანტებით.

„მრავალჯერ დავაფიქსირე ის, რომ კრემლის პროპაგანდას ემსახურება დასავლეთის რიგი აქტორების მიერ სააკაშვილის, ადეიშვილის, კეზერაშვილის და სხვა ნაცჯალათების ე.წ. ჰეროიზაცია.  "გმირები" და "სახელმწიფო მოღვაწეები" ვერასდროს გახდებიან წინა ხელისუფლების კრიმინალები, რაც არ უნდა გვიმტკიცებდნენ ევროპარლამენტიდან თუ ცალკეული ანალიტიკური ცენტრებიდან. ამასთან, არც ისაა დასავლური, როცა საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობაზე მეოცნებე ნაცსექტის პერსონაჟები ფინანსდებიან უცხოური გრანტებით“, - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.