რომელ რიცხვში დაბადებული ადამიანები იღებენ თვალს უმეტესად
1773590460
ევროპარლამენტარებმა შეიძლება არც კი იცოდნენ, ზუსტად სად მდებარეობს ირანი, მაგრამ საოცარი „სიზუსტით“ საუბრობენ საქართველოს შიდა პოლიტიკაზე. ოპოზიცია საზოგადოებისთვის სწორედ ასეთი აბსურდის დაჯერებას ცდილობს, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ევროპარლამენტართა უვიცობა ადასტურებს, რომ მათი განცხადებები და რეზოლუციები არა ცოდნასა და რეალურ ანალიზს, არამედ, სხვების მიერ მიწოდებულ ტექსტებსა და მითითებებს ეფუძნება.
„ირანის გეოგრაფიის ელემენტარული უცოდინარობა აჩენს კითხვას, როგორ შეიძლება ადამიანს არ ჰქონდეს წარმოდგენა იმ ქვეყნის მდებარეობაზე, რომელიც დღეს მსოფლიო დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა, მაგრამ ამავე დროს კატეგორიული შეფასებები აკეთოს საქართველოს შესახებ?
ევროპარლამენტართა უვიცობა ადასტურებს, რომ მათი განცხადებები და რეზოლუციები არა ცოდნასა და რეალურ ანალიზს, არამედ სხვების მიერ მიწოდებულ ტექსტებსა და მითითებებს ეფუძნება, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საქართველოს შესახებ მიღებული დოკუმენტები, რეზოლუციები და ა.შ. ადგილობრივი ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების ნარატივებზეა აგებული, რომელსაც ევროპარლამენტარები უბრალოდ ხელს აწერენ.
დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ იმ ევროპარლამენტარების მნიშვნელოვან ნაწილს, რომლებიც საქართველოს ებრძვიან, მმართველ გუნდზე სანქციების დაწესებას მოითხოვენ და ქვეყნის შიდა პროცესებში აქტიურად ერევიან, რეალურად არც სრულყოფილი ინფორმაცია აქვთ და არც სიღრმისეული წარმოდგენა იმაზე, რა ხდება საქართველოში. მათთვის საქართველო მხოლოდ ფულის კეთების საშუალებაა,” - წერს დავით ჩიხელიძე.