1791704058
ევროკავშირის ელჩს დღემდე ვერ დავაგმობინეთ პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობა. აბა ნახეთ, ერთ სიტყვას თუ ძრავს ევროპაში მიმდინარე პროცესებზე - ირაკლი ზარქუა
ბრიუსელის ორმაგი სტანდარტი - რატომ არ გმობს ევრობიუროკრატია საფრანგეთსა და ბელგიაში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს და ძალოვნების სისასტიკეს? - საქართველოს ხელისუფლების შეკითხვის მთავარი ადრესატი ის ევროპელი პოლიტიკოსები არიან, ვისაც ამ დრომდე არაფერი უთქვამთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე.
ამ თემაზე კითხვა ჟურნალისტებმა პაველ ჰერჩინსკისაც დაუსვეს, თუმცა ევროკავშირის ელჩმა კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა.
ბრიუსელის დუმილი თბილისისთვის ორმაგი სტანდარტისა და უსამართლო დამოკიდებულების მორიგი დადასტურებაა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ევროპელი ლიდერები, ევროპაში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს განსხვავებული სტანდარტით აფასებენ. მეტიც - საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ სწორედ ბრიუსელი ახალისებდა ძალადობრივ აქციებს დედაქალაქის ცენტრში.
როგორც პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, მსგავსი დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტი მიუღებელია.
"როდესაც აქ ძალადობის არაერთი ფაქტი იყო ამ უსამშობლობის მხრიდან და მათი პატრონების მიერ დაფინანსებული, წახალისებული, დღემდე ევროკავშირის ელჩს ვერ დავაგმობინეთ, მაგალითად, პრეზიდენტის სასახლეზე შტურმით აღების მცდელობა. გაგიგიათ ასეთი?!
აბა ნახეთ, თუ რამე ერთ სიტყვას ძრავს იმ მიმდინარე პროცესებზე, რაც მიმდინარეობს ევროპაში? დაგმო ძალადობა? სადმე ამბობს, რომ ის ხელისუფლება, რომელიც მოსწავლეებს უსწორდება ხელკეტებით, დაჭერებით, 60 000-ზე მეტი სკოლის მოსწავლეა დაჭერილი, მაგაზე რამე აქვს კომენტარი? - არ აკეთებს, დუმს.
აი, ეს არის მორიგ ჯერზე ორმაგი სტანდარტი. ეს არის, რაც მიუღებელია ჩვენთვის. ეს არის, რასაც საქართველო არ იმსახურებს ასეთ მოპყრობას და ასეთ მიდგომებს," - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ.












