"ევროილუზიამ უამრავი პრობლემა შეგვიქმნა, პოლიტიკურმა ისტერიამ საღი აზრი განდევნა საჯარო დისკურსიდან და დღეს დგება იმის აუცილებლობა, რომ პოლიტიკაში საღი აზრი დაბრუნდეს" - ვატო შაქარიშვილი

ვატო

პარტია "ნეიტრალური საქართველოს" დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი "ღამის კურიერის" ეთერში განმარტავს, რას ემსახურება მათი პარტიის სახელწოდების შექმნის იდეა და რა სურთ, რომ დააბრუნონ ქართულ პოლიტიკაში.

"ნეიტრალიტეტი, ეს არის იდეა, საღი აზრი და ჩვენი პარტიის შექმნაც, სწორედ ამ მიზანს ისახავდა - საღი აზრი დავაბრუნოთ ქართულ პოლიტიკაში. წლების განმავლობაში ევროილუზიაში ცხოვრებამ, ქართული პოლიტიკის აგენტურული ქსელით გაჯერებამ, მუდმივმა დესტრუქციებმა და რევოლუციურმა რეჟიმებმა, პოლიტისტერიამ საერთო ჯამში, საღი აზრი განდევნა ჩვენი ქვეყნის საჯარო დისკურსიდან, შესაბამისად, დღეს დგება იმის აუცილებლობა, ისე როგორც არასდროს, რომ საღი აზრი დაბრუნდეს პოლიტიკაში.

ევროილუზიამ მთელი ამ წლების განმავლობაში, უამრავი პრობლემა შეგვიქმნა, მოგვიტანა, პირველ რიგში, ყველაზე მძიმე 2008 წლის ომი. მთელი ეს პერიოდი, ჩვენ არ გვქონდა რეალური სუვერენიტეტი. ის, რაც ოკუპირებული არის რუსეთის მიერ, დანარჩენი საქართველოს სუვერენიტეტი იყო წლების განმავლობაში აშშ-სა და მისი ვასალის, ბრიუსელის მხრიდან. ეს ორივე არის ჩვენი ქვეყნის უმძიმესი პრობლემა და ამ ორივეს გადაჭრის გზად ვხედავთ ჩვენ ნეიტრალიტეტს," - აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.