გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
ორმაგი სტანდარტი და მორიგი უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, - ასე აფასებს მმართველი გუნდი რეზოლუციის პროექტს, რომელსაც ევროპარლამენტში დღეს კენჭი უნდა უყარონ. ანგარიში სახალხო პარტიის წევრმა, რასა იუკნევიჩიანემ მოამზადა. დოკუმენტში ისმის მოწოდება სანქციებთან, ახალ არჩევნებთან, მიხეილ სააკაშვილის, მზია ამაღლობელის და სხვა პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად კი სალომე ზურაბიშვილია მოხსენიებული.
მმართველ გუნდში ევრობიუროკრატების სუბიექტურ დამოკიდებულებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ეს კანონიერად არჩეული ხელისუფლების დელეგიტიმაციის მორიგი მცდელობაა.
"თუ ვინმე ახდენს საქართველოში ევროპული ნიჰილიზმის შექმნას და ევროპული ღირებულებების შეურაცხყოფას, ეს არის სწორედ სამწუხაროდ ევროპარლამენტის რეზოლუცია, ევროკავშირში მოთავსებული ბიუროკრატია თავისი გადაწყვეტილებებით. ეს მორიგი რეზოლუცია, რომელსაც თვითონაც იციან, რომ არავინ ყურადღებას აღარ აქცევს, არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ, არის მათი ერთადერთი იარაღი. ის, რომ თავად 2024-ის არჩევნების შემდგომ ერთ-ერთმა და ერთადერთმა შემფასებელმა, ეუთო/ოდირმა, დასკვნა დაწერა, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი არის აბსოლუტურად უგულებელყოფილი. ამავედროულად, სააკაშვილი, კიდევ რომ ითხოვთ მის გათავისუფლებას, უკვე ნიშნავს, რომ ამას არავითარი ფასი არ აქვს ამ ტიპის რეზოლუციას“, - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.