ეს არის ამორალური - ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობა არ შეიძლება - ზუკა რურუა ანიტა ჰიპერის განცხადებაზე

ზუკა რურუა

ზუკა რურუა, „დღის ქრონიკაში“ ევროკომისიის პრესსპიკერის, ანიტა ჰიპერისგანცხადებას გამოეხმაურა და განცხადებას ამორალური უწოდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის დელეგატმა აღნიშნა, რომ ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობა არ შეიძლება.

„როდესაც ხედავ, რა მიზანიც იყო 4 ოქტომბერს, თუ ხარ პარტნიორი, პარტნიორი ვიცი ორმხრივი. ამიტომ, მათი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ საქართველოსთან პარტნიორობა უნდათ, ყველაფერი ობიექტურად შეაფასონ.

ხშირად გვინახავს სხვადასხვა ევრობიუროკრატის მხრიდან როგორ ახალისებენ რადიკალებს, პირდაპირ უბიძგებენ დანაშაულისკენ. საზოგადოებამ კარგად დაინახა და შეაფასა რას ემსახურება ევროპარლამენტარების და ბიუროკრატევბის ყოველდღიური ქცევები“, - აღნიშნა ზუკა რურუამ.

​​ევროკომისიის პრესსპიკერმა ანიტა ჰიპერმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ იღებს რეპრესიულ ზომებს, რომლებიც შთაგონებულია რუსული პროპაგანდისტული მანქანით.