1757450024
„ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც დღეს შეუძლია იმ პრობლემების გადაჭრა, რასაც ვაწყდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში, არის „ქართული ოცნება“ - შალვა პერანიძე

საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, შალვა პერანიძე "კურიერის" ეთერში იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ უნდა დაუჭირონ მოქალაქეებმა "ქართულ ოცნებას" მხარი და კონკრეტულად კი თავად მას, საბურთალოს ამომრჩეველმა.
"რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც დღეს შეუძლია იმ პრობლემების გადაჭრა, რასაც ვაწყდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში და რასაც მოქალაქეები ყოველდღიურად გვიზიარებენ, არის "ქართული ოცნება".
ჩვენ, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შეგვიძლია, რომ ამ პრობლემებს გავუმკლავდეთ და გადავჭრათ მათ სასიკეთოდ, რათა უფრო მშვიდ და წყნარ გარემოში იცხოვრონ მოქალაქეებმა," - აღნიშნა შალვა პერანიძემ.