„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1757365535
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ მას აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
ერმაკის განცხადებით, მან აშშ-ის პირველ დიპლომატთან რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმები და უსაფრთხოების გარანტიები განიხილა.
გარდა ამისა, როგორც ერმაკი ამბობს, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება და პარტნიორებთან კოორდინირებული მოქმედება იყო.
„მე მადლობა გადავუხადე მას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ლიდერობისთვის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების საქმეში და მთელ ამერიკელ ხალხს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის“, - დაწერა ერმაკმა.