ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი - უკრაინის ხელისუფლებამ საზღვარგარეთ ვიზიტებზე ყველა შეზღუდვა უნდა მოხსნას

მიხაელ გალერი

უკრაინის ხელისუფლებამ საზღვარგარეთ ვიზიტებზე ყველა შეზღუდვა უნდა მოხსნას, – ამის შესახებ გერმანელმა ევროდეპუტატმა, მიხაელ გალერმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გალერის თქმით, უკრაინამ უნდა გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები და დააახლოოს საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის მიდგომებთან. ევროდეპუტატმა ასევე ხაზი გაუსვა საკანონმდებლო ორგანოში პლურალიზმის შენარჩუნების მნიშვნელობას.

„უმაღლეს რადაში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის აუცილებელია კონსტრუქციული დიალოგის წარმართვა. ყველა შეზღუდვა საზღვარგარეთ ვიზიტებზე უნდა მოიხსნას“, – განაცხადა გალერმა.

გალერმა აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა გააგრძელოს რეფორმების მართლმსაჯულების, კანონის უზენაესობისა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროში.

გალერმა სწორი უწოდა უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების რეაქციას უკრაინის ხელისუფლების მცდელობაზე შეეზღუდა ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და ანტიკორუფციული პროკურატურა.

„იყო აქციების ქუჩებში და ხელისუფლებამ შეცვალა პირველი გადაწყვეტილება და ეს იყო კარგი ამბავი. ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან პროგრესს ამ კუთხით, რაც მიღწეული იყო საერთაშორისო თანამეგობრობის დაჟინებული მოთხოვნით. უკრაინამ უნდა გააგრძელოს რეფორმები“, – განაცხადა გალერმა.

ევროდეპუტატის თქმით, რეფორმების განხორციელების შემთხვევაში უკრაინას შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს სწრაფად მიაღწიოს.