ედიშერ გვენეტაძე: როდესაც უკრაინა-რუსეთის ომი დასასრულისკენ მიდის, დიდი ბრიტანეთი ამზადებს სპეცოპერაციების მონაწილეებს, რომლებმაც ხაბეს მეთაურობით 4 ოქტომბერს უნდა დაამხონ დემოკრატიული გზით არჩეული საქართველოს ხელისუფლება

ედიშერ გვენეტაძე

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე „პრაიმ ტაიმის“ ექსკლუზივს ეხმიანება, რომლის ინფორმაციით, „ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს - ტრენინგებში მონაწილეთა რეკრუტირება არასამთავრობოების „ბრიტანულ-ქართული საზოგადოების“ და „სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის“ მეშვეობით მიმდინარეობს“.

ექსპერტის განცხადებით, გასული წლის 28 ნოემბრიდან მოყოლებული არა ერთი ნათელი მაგალითი გვაქვს, „თუ რას სჩადიოდნენ გარე პატრონების დავალებით აქ მცხოვრები ადგილობრივი საქმისათვის სპეციალურად გაწვრთნილი ავაზაკები“.

მისივე თქმით, ამ ხნის განმავლობაში ორი ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და უამრავი მცდელობა უკვე განხორციელდა.

„„იმ დროს, როდესაც უკრაინა-რუსეთის ომი დასასრულისკენ მიდის. "მგელი არ იშლის მგლობას". სახელდობრ, ლიეტუვაში დიდი ბრიტანეთი ამზადებს სპეცოპერაციების მონაწილეებს, რომლებმაც ხაბეს მეთაურობით 4 ოქტომბერს უნდა დაამხონ დემოკრატიული გზით არჩეული საქართველოს ხელისუფლება. რა თქმა უნდა "პრაიმ ტაიმის" მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია სრულ სიმართლეს შეესაბამება, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ნათელი მაგალითები გასული წლის 28 ნოემბრიდან მოყოლებული თუ რას სჩადიოდნენ გარე პატრონების დავალებით აქ მცხოვრები ადგილობრივი საქმისათვის სპეციალურად გაწვრთნილი ავაზაკები. სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ქმედებების შემდეგ აქაური სპეცაქტივისტები ამჯერად ლიეტუვაში ვარჯიშობენ მოლოტოვის კოქტეილების მარჯვედ ხმარებაში, პოლიციელების ცოცხლად დაწვაში, საკულტო ნაგებობებისა და წმინდანების ძეგლების წაბილწვაში, რუსთაველის გამზირის, სახელმწიფო შენობა-დაწესებულებების, კერძო საკუთრებების აღა-მაჰმად-ხანისეულ აოხრების წაჭარბებაში... ვისაც არ გჯერათ წაიკითხეთ მარკესის გენიალური ნაწარმოებები. იქ იპოვით პასუხს ყველა იმ კითხვაზე თუ როგორ ახდენდნენ "დიფ სტეიტელი" ნაძირალები ადგილობრივი მოღალატეების მზადებას სახელმწიფო გადატრიალებებისთვის წელიწადში სულ მცირე ორჯერ "დემოკრატიისა და თავისუფლების" ლოზუნგით ლათინური ამერიკის ცალკეულ ქვეყნებში. ბოლო 34 წლის მანძილზე იმპერიალისტ "დიფ სტეიტელთა" ფულის სადოვარ და ასათვისებელთა რიგებში დგას პოსტსაბჭოთა სივრცე. მათ შორის კი განსაკუთრებით საქართველო. სადაც ამ ხნის მანძილზე ორი ასეთი ანტი სახელმწიფოებრივი ქმედება და უამრავი მცდელობა უკვე განხორციელდა. არც ერთ შემთხვევაში არ იქნება მესამე. ნებისმიერ მცდელობას უმკაცრესი პასუხი გაეცემა სახელმწიფოსა და ხალხის მხრიდან“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.