ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი იყენებს უფლებამოსილებას და მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს - ნონა ქურდოვანიძე სალომე ზურაბიშვილის სარჩელის შესახებ

 ნონა ქურდოვანიძე

პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს. სალომე ზურაბიშვილი "უცხოური გავლენების შესახებ" კანონის 78-ე მუხლთან შეუსაბამობას ასაჩივრებს. აღნიშნული მუხლი ქვეყნის ევრო ინტეგრაციას ეხება.

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის მიერ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობასა და განხილვის დასრულებამდე მისი მოქმედების შეჩერებას ითხოვს.

ეს არის რიგით მეორე სარჩელი, იმავე შინაარსის მოთხოვნა აქვს არასამთავრობო სექტორს. საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხე საქართველოს პარლამენტი იქნება.

პოზიციების დაცვა მოუწევს "ქართული ოცნების" უმრავლესობას, სადაც უცხოური გავლენების შესახებ კანონის აუცილებლობაზე საუბრობენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი იყენებს უფლებამოსილებას და მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს.

"ეს კანონი არის პრობლემური. ის ევროინტეგრაციის პროცესსაც აფერხებს, როგორც, არაერთხელ ამასთან დავშვრები ითქვა და შესაბამისად, კონსტიტუციის 78-ე მუხლის საკითხი შემოდის დღის წესრიგში. ასევე ადამიანის უფლებების სხვადასხვა სფეროს დისკრიმინაციულად და დარღვევის თვალსაზრისით საფრთხეებს უქმნის. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ პრეზიდენტი იყენებს უფლებამოსილებას და მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. მოვითხოვთ, ჩვენ საქმეზე მოხდეს შესაბამისი ნორმების შეჩერება და ამის გადაწყვეტა უნდა მოხდეს გონივრულ ვადაში", - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.