ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ როდესაც „მოლოტოვის კოქტეილებით“ კანონის მსახურებზე თავდასხმას, ასევე რადიკალიზაციას ახალისებ და აფინანსებ, შესაბამისად, გამოძახილს უნდა ელოდო - გამსახურდია დიმიტრი ჩიქოვანზე

girogi gamsaxurdia

ბევრი მოთქმა და წუხილი წავიკითხე, ევროპელი პენსიონერების და იარაღის უკანონო ვაჭრობით გამდიდრებული, დათო კეზერაშვილის, მეუღლის ძმის, დიმიტრი ჩიქოვანის გალახვის თაობაზე. თავისთავად ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ როდესაც „მოლოტოვის კოქტეილებით“ კანონის მსახურებზე თავდასხმას, ასევე რადიკალიზაციას ახალისებ და აფინანსებ, შესაბამისად, გამოძახილს უნდა ელოდო, - ამის შესახებ Facebook-ზე გიორგი გამსახურდია წერს.

„როდესაც ძალადობას ირჩევ, მხარს უჭერ და ბრძოლის მეთოდად იღებ, უკვე ძალადობრივ ველში შედიხარ. ვექილად მხოლოდ გივი თუ დაგიდგება, თავისი ფრთიანი გამონათქვამით, „სულს ამოგხდით". ვერასდროს თქვენ კონსტიტუციურ წყობილებას ვერ შეარყევთ, გამორიცხულია ეს, ინებეთ და დაელოდეთ არჩევნებს, ზუსტად მაგ არჩევნებზე საზოგადოება იმ პოლიტიკურ კანალიზაციაში მოგისვრით, რომლითაც, დემოკრატი და ჰუმანოიდი გივი გვემუქრება. წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან, ნაცებს კიდევ გაზაფხულზე.