პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც ქარელში, მამაკაცი მოკლა, შემდეგ კი შსს-ს ორი თანამშრომელი დაჭრა
1754630054
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის მოუთმენლად ელის, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიას და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს უმასპინძლოს.
„მოუთმენლად ველი შესაძლებლობას, რათა ხვალ თეთრ სახლში ისტორიულ მშვიდობის სამიტზე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს ვუმასპინძლო. ეს ორი ქვეყანა მრავალი წლის განმავლობაში ომობდა, რამაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ბევრი ლიდერი ცდილობდა ომის დასრულებას, მაგრამ უშედეგოდ - მოცემულ მომენტამდე, „ტრამპის“ წყალობით“, - დაწერა მან.
თეთრი სახლის ლიდერის განმარტებით, ვაშინგტონში ორი ქვეყნის ლიდერი „მშვიდობას მოაწერს ხელს“, ხოლო შემდეგ თითოეული ქვეყანა აშშ-თან ორმხრივ შეთანხმებას გააფორმებს სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური შესაძლებლობების საერთო განვითარებისთვის.
„მე ძალიან ვამაყობ ამ მამაცი ლიდერებით, იმით, რომ ისინი სომხეთისა და აზერბაიჯანის დიდებული ხალხებისთვის სწორ არჩევანს აკეთებენ. ეს იქნება ისტორიული დღე სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, აშშ-თვის და მსოფლიოსთვის“, - დასძინა ტრამპმა.