დოჰაში ისრაელის დარტყმას, სავარაუდოდ, გადაურჩა ტერორისტული ორგანიზაციის "ჰამასის" მთავარი მომლაპარაკებელი და ღაზის სექტორის მეთაური ალილ ალ ჰაია - მედია

ნკ

დოჰაში ისრაელის დარტყმას, სავარაუდოდ, გადაურჩა ტერორისტული ორგანიზაციის "ჰამასის" მთავარი მომლაპარაკებელი და ღაზის სექტორის მეთაური ალილ ალ ჰაია - იტყობინება მედია. "ცახალის" იერიშს, საერთო ჯამში, 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ლიკვიდირებულია "ჰამასის" ხუთი წევრი.

ყატარის პრემიერ-მინისტრმა დედაქალაქის ტერიტორიაზე დარტყმა დაგმო და მომხდარს ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ განხორციელებული ტერორიზმი უწოდა.

ქვეყანამ გაეროს უშიშროების საბჭოს უკვე აცნობა, რომ რეგიონული უსაფრთხოების დარღვევას არ შეეგუება.

მომხდარს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ტრამპმა აღნიშნა, რომ თეთრი სახლი ისრაელის ქმედებების შესახებ წინასწარ ინფორმირებული არ ყოფილა. ისრაელის პრემიერმა კი დაადასტურა, რომ დოჰაში "ჰამასის" ლიდერების წინააღმდეგ ოპერაცია ისრაელმა განახორციელა და პასუხისმგებლობაც სრულად აიღო. ისრაელის ქმედებები დაგმეს და საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასეს დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და ესპანეთმა.