1757269592
Tesla-მ მოოქროვილი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა

Tesla-მ ამბიციები ამჯერად მეტად პომპეზურად წარმოგვიდგინა და თავისივე ჰუმანოიდი რობოტი Optimus-ის მოოქროვილი ვერსია შემოგვთავაზა — ოფიციალურად მას Optimus 2.5. უწოდა.
სიმართლე რომ ვთქვათ, ეს სულაც არ არის ის მესამე თაობის რობოტი, რომელსაც ამდენი ხანია ველით, თუმცა გარდამავალი პროტოტიპი ნამდვილადაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მიზნად როგორც ფორმის, ისე ფუნქციის დახვეწას ისახავს და ამას ტესლას CEO ილონ მასკიც ადასტურებს.
შედეგად, ოქროსფერი Optimus 2.5 უფრო გლუვი სახსრებითაა წარმოდგენილი, უფრო თხელი პროფილითა და ხელის იმგვარი მექანიზმით, რომელიც მეტად ახლოსაა ადამიანების ანატომიასთან. რაც შეეხება თითებს, ახლა ჰუმანოიდი რობოტი მის გამოყენებას უფრო დახვეწილად შეძლებს.
დემო ვერსიაში ნაჩვენები მნიშვნელოვანი განახლებების მიუხედავად, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა წინ. ეს კი მაშინ დამტკიცდა, როცა რობოტმა ხელოვნური ინტელექტის სისტემის მეშვეობით გაზიანი სასმლის მიწოდების ნაცვლად, სამზარეულოსკენ მიმავალი მარშრუტი შესთავაზა მომხმარებელს…
ამასთან, დემონსტრაციების დროს, მოძრაობები შეყოვნებული იყო, პასუხებიც ჭიანურდებოდა და არც არტიკულაცია იყო სრულყოფილი. ამიტომაც ფიქრობენ, რომ ოქროს ოპტიმუსს მექანიკური ნაკლოვანებების გამოსწორება სჭირდება. თუმცა ეს არავის აშინებს…
თავად ილონ მასკი კი ერთს გვიმეორებს, რომ ოპტიმუსი ტესლას მომავლისთვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და ვარაუდობს, რომ ერთ დღესაც ჰუმანოიდი რობოტები კომპანიის ღირებულების 80%-ს შეადგენენ. წარმოების მხრივ რომ შევხედოთ ამ საკითხს, ათასობით ერთეული შეიძლება გამოვიდეს 2025 წელს, შემდგომი წლისთვის ასობით ათასი ან თუნდაც მილიონები. ეს ხედვა ბრჭყვიალა პროტოტიპებზე ბევრად წინ მიდის, მით უმეტეს, რომ ოპტიმუსმა უკვე აჩვენა საკუთარი პროდუქტიულობა ქარხნებში, ოჯახებსა და საზოგადოებრივ სიცრეებში დავალებების შესრულებისას.