„თბილისი მოლთან“ გზის ბლოკირების საქმეზე არსებითი განხილვა 3 ივნისს დაიწყება
1747926036
მარკო რუბიოს განცხადებას ჯო უილსონის მიმართვაზე „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ქართულ ფილმს „ცისფერ მთებს“ ადარებს.
როგორც ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს, რუბიოს განცხადება ჰგავს ფილმში არსებულ სცენას - „ყუფარაძემ დარეკა“.
დიმიტრი ხუნდაძე წერს, როგორც ჩანს, რუბიოს „მეგობარი აქტის“ ავტორებთანაც არ სურს დავა სხვადასხვა საკითხზე და ყველაფრის გამოაშკარავება.
„მარკო რუბიომ ჯო უილსონს, მისთვის სასარგებლოსა და უსარგებლოს შორის, შუაში დაუდო პასუხი, განსახილველია, მაგრამ ჯერ არ განგვიხილავსო. თანაც დასძინა, შესაძლოა ჩვენს ინტერესში არც იყოსო. როგორც ჩანს, მას არც „მეგობარი აქტი“ აქვს განხილული. ან არ აქვს განხილული ან არ სურდა ყველა კარტის გახსნა და უილსონისთვის „უსარგებლო“ პასუხის გაცემა. როგორც ჩანს, „მეგობარი აქტის“ ავტორებთანაც არ სურს ახალ ადმინისტრაციას დავა სხვადასხვა საკითხზე. დაახლოებით ეგ სცენა იყო - „ყუფარაძემ დარეკაო“.
არც ის მგონია რეალობა, რომ საკითხი მისთვის ძალიან უცხო იყოს. თუკი აზერბაიჯანზე აქვს ნაფიქრი და პასუხიც მოძებნა, საქართველოზეც ექნება ინფორმაცია და შესაძლოა პასუხიც აქვს, მაგრამ ჩათვალა, რომ ადრეა გამომზეურება.
მოკლედ, ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. „ცისფერი მთები“ რომ დაუჯერებელი ამბავია, ეს კიდევ ბევრჯერ შეგვახსენებს თავს, თუნდაც ოკეანის გაღმიდან“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.