VIDEO: „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი
1773777229
დღეს პარლამენტს აქვს მაღალი დამოუკიდებლობის ხარისხი და კანონებს იღებს ისე, როგორც თვლის საჭიროდ - პარლამენტი არჩეულია ქართული საზოგადოების მხრიდან, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძე „დღის ქრონიკაში“
„მახსოვს გასული მოწვევის პარლამენტში არასამთავრობო სექტორის და უცხოეთიდან დაფინანსებული აგენტურის წარმომადგენლობა პარლამენტის შემადგენლობაში. ხშირად ისინი გადაწყვეტილებებზე მძლავრ ზეწოლას ახდენდნენ. იყო გარედან შიდა ინსტრუმენტებით იძულებით მართვა პარლამენტზე. დღეს პარლამენტს აქვს მაღალი დამოუკიდებლობის ხარისხი და კანონებს იღებს ისე, როგორც თვლის საჭიროდ. პარლამენტი არჩეულია ქართული საზოგადოების მხრიდან. ოპოზიციაც არის პარლამენტში საკმაოდ წარმოდგენილია.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა რეგლამენტის ახალ რეგულაციებზე და ახალი რეგულაციით არის სწორედ ის, რომ პრემიერ-მინისტრი იმაზე მეტად ხშირად სტუმრობს პარლამენტს ვიდრე ეს იყო აქამდე.
მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემი გუნდი წინააღმდეგი ვიყავით კონკრეტული კანონპროექტის, მაგრამ ჩვენ ჩვენი სათქმელი ვთქვით. მართალია ამ კანონზე ნაწილობრივ გავედით შედეგზე, მაგრამ მაინც“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა, რომ დღეს კანონებს იღებს ხალხისგან არჩეული ეროვნული საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც აღარ უხდება დემოკრატიული მანდატის გაზიარება უცხოეთიდან დაფინანსებულ ჯგუფებთან, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგებოდა დემოკრატიის პრინციპებს.