,,დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც გახდა ჩვენი ინიციატივის თანაავტორი და მხარი დაუჭირა რეზოლუციას" - მაკა ბოჭორიშვილი

დეპუტატი

გაერო-ს მიერ რეზოლუციის მიღებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

მაკა ბოჭორიშვილი ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც გახდა ინიციატივის თანაავტორი და მხარი დაუჭირა რეზოლუციას, ასევე ყველა ქართველ დიპლომატს, "ვინც დაუღალავად იშრომა ამ დიდი მხარდაჭერის მოსაპოვებლად", მადლობას უხდის.

ქვეყნის პირველი დიპლომატი აქცენტს დოკუმენტის მხარდამჭერთა უპრეცედენტო რაოდენობაზე აკეთებს.

"მხარდამჭერთა უპრეცედენტო რაოდენობა! საქართველოს რეზოლუციას 2025 წლის სესიაზე 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი!

დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც გახდა ჩვენი ინიციატივის თანაავტორი და მხარი დაუჭირა რეზოლუციას.

განსაკუთრებული მადლობა გაერო-ში საქართველოს ელჩს დავით ბაქრაძეს, ჩემს მოადგილეს – ლაშა დარსალიას და ყველა დიპლომატს, ვინც დაუღალავად იშრომა ამ დიდი მხარდაჭერის მოსაპოვებლად!“, – აღნიშნავს მაკა ბოჭორიშვილი.