„ბევრი შეესწრება ამ მდგომარეობას...“ - გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1756757611
"მოგეხსენებათ, 2020 წლიდან მსოფლიოს არ მოჰკლებია სხვადასხვა გლობალური კატაკლიზმები, იქნებოდა ეს პანდემია თუ ომები. მიუხედავად ამ მოვლენებისგან გამოწვეული სირთულეებისა, კომპანიის დამფუძნებლებმა, გმირული თავდადებით, მაინც შეძლეს დასახული მიზნის მიღწევა, - ამის შესახებ "ჯორჯია მეტალის" კომერციულმა დირექტორმა, გიორგი ანთიძემ ზესტაფონში, "ჯორჯია მეტალის" მეტალურგიული ქარხნის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მოგეხსენებათ, რომ არცერთი ადგილობრივი თუ უცხოელი ინვესტორი არ დააბანდებს ინვესტიციას არაპროგნოზირებად ქვეყანაში. დღევანდელი შედეგის მიღწევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო რწმენა იმისა, რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდება და ხელისუფლება უზრუნველყოფს ინვესტორებისთვის მეგობრულ და ჯანსაღ გარემოს, მშვიდობას და სტაბილურობას. აღნიშნულ გარემოებას კი შესაბამისი დადებითი შედეგები მოაქვს," - განაცხადა გიორგი ანთიძემ.