პროცედურები, რომელიც მართვის მოწმობის აღსადგენად უნდა გაიაროთ
1766042128
დღეს საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურება. სესიას ბიუროს სხდომით დახურავენ. უმრავლესობაში 2025 წლის მოწვევის პარლამენტის საქმიანობას აფასებენ. მმართველ გუნდში, მიღებულ კანონებსა და მათ მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავდა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას.
"საქართველოს მომავლის უზრუნველსაყოფად უმნიშვნელოვანესი კუთხით დარეგულირდა საკანონმდებლო ჩარჩო. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ისეთი კანონმდებლობის მღება, რომელიც უზრუნველყოფს არასრულწლოვნების დაცვას მავნე ზეგავლენისგან, დანაშაულებში ჩართვისგან. მნიშვნელოვანია, მათ შორის, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, სადაც პირდაპირი ზრდა არის ინვესტიციების კუთხით ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ასევე ზრდა არის სოციალურ საკითხებში", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის თქმით, 2025 წელს არა ერთი საკანონმდებლო ცვლილება იქნა განხორციელებული.
"არა ერთი საკანონმდებლო ცვლილება იქნა განხორციელებული, რომელიც ემსახურება და მიზნად ისახავს იმას, რომ კიდევ უფრო მეტად განმტკიცდეს სახელმწიფო სუვერენიტეტი, კიდევ უფრო მეტი გარანტიები შეიქმნას იმისათვის, რათა ჩვენს თანამოქალაქეებს შეეძლოთ მშვიდობიან ვითარებაში განვითარება, მეტი სტიმული მიეცეს ეკონომიკურ წინსვლას,“ - აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი.