1744565400
დღეს საგამოძიებო კომისიის სხდომის ფარგლებში 2009 წლის 15 ივნისის, ასევე, 2011 წლის ვეტერანების აქციის დარბევის ფაქტები განიხილება

საქართველოს პარლამენტში არსებული დროებითი საგამოძიებო კომისია განაგრძობს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებების განხილვას. დღეს საგამოძიებო კომისიის სხდომის ფარგლებში 2009 წლის 15 ივნისის, ასევე, 2011 წლის ვეტერანების აქციის დარბევის ფაქტები განიხილება.
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე მიხეილ მესხი, გიორგი ჩითარიშვილი და მალხაზ თოფურია დაესწრებიან. საგამოძიებო კომისიის წევრების თქმით, სხდომების მიმდინარეობისას ნათლად გამოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანმიმართული სასტიკი ანგარიშსწორება და დემოკრატიის სახელით არაადამიანური მოპყრობა საზოგადოებაში რეჟიმის მიმართ შიშის გავრცელების მიზნით.