მაგნიტური შტორმები 19-20 მაისი: „ნერვიული“ მზე შეტევას აგრძელებს - მეცნიერების გაფრთხილება
1779129156
მაკა ბოჭორიშვილი კიშინევში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მონაწილეობს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მინისტრთა კომიტეტის სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
მინისტრი გამოეხმაურა მოლდოვის გადაწყვეტილებას, რომელმაც სამ ქართულ არხს აკრედიტაციაზე უარი უთხრა.
"დღეს ევროპის წინაშე მრავალი გამოწვევა დგას.
თუმცა, ომი და კონფლიქტი არ არის ერთადერთი საფრთხე, რომელიც იმ ფუნდამენტს არყევს, რომელზეც ევროპა აშენდა.
არანაკლებ საშიშია სიმართლის რელატივიზაცია, ორმაგი სტანდარტები, პოლიტიკური კონიუნქტურისთვის ღირებულებების გადაფასება და დემოკრატიის სახელით თავად დემოკრატიული პრინციპების დასუსტება.
დღეს ჩვენი შეხვედრის გაშუქების მსურველ ჟურნალისტებს საქართველოს სამი სხვადასხვა ტელევიზიიდან უარი ეთქვათ მოლდოვაში შემოსვლასა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე.
შემაშფოთებელია, როდესაც სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება შერჩევითი პრინციპით განიმარტება.
ბოლო წლებში ჩემი ქვეყნის კრიტიკა ზოგიერთისთვის ყველაზე მიმზიდველ საქმიანობად იქცა.
კრიტიკა დემოკრატიის ბუნებრივი ნაწილია - მაგრამ მაშინ, როდესაც პოლიტიკური მიზნები ფაქტებზე მაღლა დგება, ეს უკვე არა დემოკრატიის გაძლიერებას, არამედ ნდობის რღვევას ემსახურება.
თვალთმაქცობაა „დემოკრატიის უკუსვლაზე“ წუხილი და იმავდროულად იმ რადიკალური ძალების წახალისება, რომლებიც არჩევნებზე უარს ამბობენ;, „ქართველი ხალხის მხარდაჭერის“ მტკიცება და იმავდროულად ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დემონსტრაციული გაუცხოება; კანონის უზენაესობაზე საუბარი და ამავე დროს სამართლისა და კანონის გვერდის ავლის გზების ძიება.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის კრიტიკა რუსეთთან წინააღმდეგობის ხარისხის გამო და „პრო-რუსულის“ იარლიყის მარტივად მიწებება — ეს უკვე არა პოლიტიკური შეფასება, არამედ რეალობის გამარტივება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გაქცევაა," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.