1757602071
დავით ქართველიშვილი - რომ არა სუს-ის გამართული მუშაობა - გინდ გარედან, გინდ შიგნიდან - აკაცუკები მიაღწევდნენ მათთვის უცხო სამშობლოში ნანატრ სისხლისღვრას და ქაოსს, ამ პრინციპის ერთ-ერთი პოპულარიზატორის და ომის პარტიის "მოდერატორის" - ლევან ხაბეიშვილის დაკავებაც არა მგონია შემთხვევითი

ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომ უწყებამ უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა, რომლებსაც საქართველოში ტროტილზე ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება, 2.4 კგ „ჰექსოგენი“ შემოჰქონდათ.
ქართველიშვილს ლევან ხაბეიშვილის დაკავებაც არ ჰგონია შემთხვევითი.
„მერამდენედ შემოდის საქართველოში უკრაინული ნომრებით ავტოტრანსპორტი, რომელშიც ტერორისტული მიზნებისთვის განკუთვნილი ნივთიერება/მოწყობილობაა მოთავსებული: ნაწილი რუსეთში, ნაწილი - ჩვენთან განსახორციელებელი ტერორისტული აქტების მოსაწყობად. რუსეთში - იმ მიზნით, რომ მოსკოვის საპასუხო ზომების პროვოცირება მოახდინონ თბილისის წინააღმდეგ, და ამით სანუკვარ "მეორე ფრონტს" ჩაუყარონ საფუძველი.რომ არა სუს-ის გამართული მუშაობა - გინდ გარედან, გინდ შიგნიდან - აკაცუკები მიაღწევდნენ მათთვის უცხო სამშობლოში ნანატრ სისხლისღვრას და ქაოსს, ძველი შიგევროპული პრინციპიდან გამომდინარე: "ჩვენს შემდეგ, დაე - წარღვნას ჰქონდეს ადგილი". ამ პრინციპის ერთ-ერთი პოპულარიზატორის და ომის პარტიის "მოდერატორის" - ლევან ხაბეიშვილის დაკავებაც არა მგონია შემთხვევითი. დეტალები ჯერ არ ვიცით, და შესაძლია ვცდებოდე, მაგრამ სასიკვდილო უკრაინული ჰექსოგენის მიმღებ მხარეში - რატომღაც სწორედ Lee van der Khabe მეგულება.ამ ყველაფრის ფონზე კი აქ მცხოვრებ 27 ათასს უკრაინელს, უფრო სწორედ, მათ ბრძოლისუნარიან მამრებს მივმართავ საკმაოდ პატრიოტული პლაკატებით. სხვა ნამუსიანი ერი, რომელიც საკუთარ სამშობლოში მიმდინარე ომს სხვა ქვეყანაში აფარებს თავს და ამ ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან ყველა ტიპის მატერიალური და სოციალური პრივილეგიებით სარგებლობს - ერთხელ მაინც გამოვიდოდა ქუჩაში საკუთარი ხელისუფლების მისამართით მოწოდებებით: "ხელები შორს საქართველოსგან!". ამის მაგივრად, პერიოდულად ნაცების ორგანიზებულ "მაიდანებში" იღებენ მონაწილეობას და ჩვენი ფიზიკური განადგურების მსურველებსაც არ გამოვრიცხავ მათ რიგებში. ამიტომაც - Усі на фронт!“- წერს ქართველიშვილი.