დავით ქართველიშვილი: რადიკალების განცხადებას - „რუსეთი სტრატეგიულად დამარცხდა" - ანტითეზაც მოუხდებოდა, რომ მან „ტაქტიკურად გაიმარჯვა“

დავით ქართველიშვილი

თქვენ კი ამბობთ, „დავიდოვნა" რუსეთის „სტრატეგიული მარცხის" შესახებ სიბრძნეებს საიდან როშავს - ეგენი ხომ მხოლოდ ერთმანეთს უსმენენ და კითხულობენ. ევროდიპლომატიის თავმა - კაია კალასმა დღეს უკვე მოასწრო სენსაციური განცხადების გაკეთება: „სიცრუეს წარმოადგენს ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, ბრძოლის ველზე მარცხს განიცდიან", - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, რადიკალების განცხადებას - „რუსეთი სტრატეგიულად დამარცხდა" - ანტითეზაც მოუხდებოდა, რომ მან „ტაქტიკურად გაიმარჯვა“.

„მოსაზრება, რომ უკრაინა აგებს, აბსოლუტური სიცრუეა“, - ბრძანა კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო უწყებების მინისტერიალის პრეს-კონფერენციაზე. პირიქით, ახლა უნდა გააძლიეროს ევროპამ რუსეთზე ზეწოლაო. მის განცხადებას აშკარად აკლდა დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება: „თუ არ გჯერათ - დავიდოვნას ჰკითხეთ". ისე, აქუბარდიას განცხადებას: „რუსეთი სტრატეგიულად დამარცხდა" - ანტითეზაც მოუხდებოდა, რომ მან „ტაქტიკურად გაიმარჯვა…“, - წერს დავით ქართველიშვილი.