„არაა გამორიცხული, ძალიან ბევრი ადამიანი განიკურნოს...“ - ასტროლოგი 3 მარტის მთვარის დაბნელებაზე
1772473404
ხელისუფლების ახალმა შემადგენლობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ამ მოლაპარაკებებისთვის მოემზადოს, - აცხადებს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა კითხვა დაუსვა, რას ფიქრობს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებაზე, რომ ირანს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების გამართვა სურს, თუმცა ამისთვის „ძალიან გვიანია“.
„აშშ-ის ადმინისტრაციის ინტერესებშია ამ ამოცანების სწრაფი შესრულება. ეს გულისხმობს გარდაუვალ მოლაპარაკებებს. ალბათ თვითონ ირანის შიგნით ყალიბდება ის ძალა, რომელსაც მოუწევს მოლაპარაკებებში მონაწილეობა - უნდათ, არ უნდათ, ვერ იტანენ, მტრად ჰყავთ აშშ-ი და ისრაელი გამოცხადებული, ჯიჰადს უცხადებენ, თუ რა. ირანი ვერცერთ სერიოზულ დარტყმას ვერ გაუძლებს. ძალიან ცუდი რამ მოხდა მათთვის, ლიდერი მოუკლეს, დაასუსტეს თეოკრატიული მმართველობითი ხაზი, მაგრამ ხელისუფლების ახალმა შემადგენლობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ამ მოლაპარაკებებისთვის მოემზადოს“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.