1746725910
დავით ქართველიშვილი: ჩვენ ვართ ახალი ჩამოსაყალიბებელი მსოფლიოს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და ყველაფერი არ განისაზღვრება ევრობიუროკრატების, თუ იმ „დიფ სთეითის“ დამოკიდებულებით, რომელიც აშშ-ში თვით მოქმედ პრეზიდენტს ებრძვის

დღეს ჩვენ საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნით. ჩვენ ვართ ახალი ჩამოსაყალიბებელი, გლობალური მსოფლიოს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რგოლი და ყველაფერი არ განისაზღვრება ევრობიუროკრატების, თუ იმ „დიფ სთეითის“ დამოკიდებულებით, რომელიც აშშ-ში თვით მოქმედ პრეზიდენტს ებრძვის, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა.
„თვით დონალდ ტრამპს უჭირს გამკლავება „დიფ სთეითის“ იმ რეაქციულ პოლიტიკასთან და იდეოლოგიასთან, რომლის დამარცხებას, თუ დასუსტებას ჰპირდებოდა ის საკუთარ ამომრჩეველს, ჩვენ მათ შორის, მის გულშემატკივრებს. ძნელად იმართება ამ მსოფლიო მავნებლობის დასუსტების პროცესი იგივე ბრიუსელში. იმ სიჩქარით არ მიდის პროცესები, როგორც გვინდა, მაგრამ თავისას მაინც გაიტანს სხვადასხვა ქვეყანაში. ვხედავთ, რომ ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში უკვე აღარ არის ერთსულოვნება მთელ რიგ ფუნდამენტურ საკითხებთან. მართალია ბრიტანეთი არ შედის ევროკავშირში, მაგრამ როგორც ევროპის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა, იქაც ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გამოიკვეთა ახალი - „რეფორმატორების“ ძალა, რომელმაც ძალიან ჩამოიტოვა ტრადიციული კონსერვატორები და ლეიბორისტები.
ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება. ჩვენ არ უნდა ვიჩქაროთ, არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს, არ უნდა ვუპასუხოთ უსამართლობას მკვეთრი, არაფრის მომცემი ნაბიჯებით, რომელიც მხოლოდ ფონს გააუმჯობესებს, რეალურად კი სერიოზულ საქმეებს გაგვიფუჭებს. დღეს ჩვენ საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნით. ჩვენ ვართ ახალი ჩამოსაყალიბებელი, გლობალური მსოფლიოს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რგოლი და ყველაფერი არ განისაზღვრება ევრობიუროკრატების, თუ იმ „დიფ სთეითის“ დამოკიდებულებით, რომელიც აშშ-ში თვით მოქმედ პრეზიდენტს ებრძვის. ყველაფერი იქნება კარგად, თუ არ გვექნება ის ტრადიციული ქართული სულსწრაფობა და მოუთმენლობა და გავყვებით იმ საპარტნიორო ურთიერთობების გზას, რომლის თავში არის თავმოყვარეობა, სუვერენიტეტი“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1746729447