„არაა გამორიცხული, ძალიან ბევრი ადამიანი განიკურნოს...“ - ასტროლოგი 3 მარტის მთვარის დაბნელებაზე
1772473404
არ მგონია, რომ თვითმკვლელობის გზას დაადგეს დონალდ ტრამპი და გაჰყვეს იმ გზას, რასაც მოვლენების განვითარების ავღანური სცენარი ჰქვია, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ირანში აშშ-ის სამხედრო ოპერაციაზე საუბრისას.
„ხალხის ძალის“ წევრმა, აღნიშნა, რომ რეგიონი ამ ვითარებისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა, თუმცა დიდი კითხვის ნიშნები ჩნდება საერთაშორისო სამართლის მიმართულებით.
„ეს კითხვები გაჩნდა ჯერ კიდევ ვენესუელასთან მიმართებით, ახლა იბადება ირანთან მიმართებით და თვით კოალიციის წიაღშიც კი არ არის ერთსულოვნება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მართებულად მოქმედებს იგივე ამერიკის შეერთებული შტატები თუ ისრაელი. საუბარი იმაზეა თუ ვის რა ინტერესები აქვს და სადამდე შეიძლება მივიდეს ეს - აწყობს თუ არა ტრამპის ადმინისტრაციას და პირადად დონალდ ტრამპს ფართომასშტაბური და გრძელვადიანი სამხედრო მოქმედებები ირანში. ამაში ძალიან დიდი ეჭვი მეპარება“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.