დავით მათიკაშვილი თურქმენეთის მეჯლისის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა

დავით მათიკაშვილი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, თურქმენეთის მეჯლისთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით მათიკაშვილი თურქმენეთის მეჯლისის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის მრავალმხრივ ურთიერთობებზე, მათ შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე საქართველოს, როგორც შუა დერეფნის ეკონომიკური ფუნქციის მაქსიმალურად გამოყენების საკითხზე.

"თურქმენეთი არის ჩვენი მეგობარი სახელმწიფო, რომელთანაც ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ბევრად მეტი რესურსია. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე, საპარლამენტო რესურსის მაქსიმალურად გამოყენებაზე დიპლომატიური კუთხით, რათა მეტი იმპულსი მივცეთ ამ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაფართოებას", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ თურქმენეთის მეჯლისთან მეგობრობის ჯგუფის წევრები: ზაზა ლომინაძე, ირაკლი ზარქუა და ვლადიმერ ბოჟაძე.