არაპროგნოზირებადი დაავადებაა და შეიძლება, თავს მოულოდნელად დაგვატყდეს... - ექიმის გაფრთხილება
1754510765
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი დიპლომატების მიმართ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მოწოდებას გამოეხმაურა. მათიკაშვილმა ამასთან დაკავშირებით ევროკავშირისა და გერმანიის ელჩების განცხადებები გაიხსენა.
„წინასაარჩევნოდ ევროკავშირის ელჩისგან იყო იმგვარი განცხადებები, რომლებიც, რა თქმა უნდა, განიხილება, როგორც ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა. გერმანიის ელჩთან დაკავშირებით შეგვიძლია, არაერთი სამწუხარო ფაქტი გავიხსენოთ, საკუთარი ქმედებით როგორ არღვევდა ის ვენის კონვენციას. ამიტომ არის სრულიად ლოგიკური და სამართლიანია მოწოდება, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ გააჟღერა, იცავენ კიდევ დიპლომატები დიპლომატიურ ეტიკეტს და ვენის კონვენციას თუ ცალკეული მათი აქტორი გადაქცეულია ოპოზიციის რუპორად, ოპოზიციის რეალურ და აქტიურ მხარდამჭერად“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც წერს: მივმართავ დიპლომატებს, დაიცვან ვენის კონვენცია, პატივი სცენ ხალხის უფლებას უცხოური ჩარევის გარეშე გააკეთოს არჩევანი - ეს არჩევნები იქნება ტესტი, თუ ვინ სცემს პატივს ქართველების სუვერენიტეტს და ვინ - ხინკალს.