თამუნა მუსერიძე იმ ქალს, მიმართავს, რომელიც ამჟამად მისი ყოფილი მეუღლის გვერდითაა
1778442755
რადიკალურ ოპოზიციას არანაირი ნდობა არ გააჩნია, მათი ფასადური მცდელობა, საზოგადოებაში იარონ და თავიანთი დესტრუქციული შეხედულებები გააცნონ, ფიასკოსთვის არის განწირული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის შეფასებით, ეს ოპოზიციაში თავადაც იციან.
„რა კარდაკარზეა საუბარი, როცა შეკრებებზე ადამიანებს არ უშვებენ და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შეხვედრებიდან ყრიან. რადიკალებს სურთ, ეს შეხვედრები მხოლოდ პროპაგანდისტურმა მედიებმა გააშუქონ. ეს ადამიანები არიან დესტრუქციული და ანტიეროვნული. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ როგორც აქამდე მარცხდებოდა, ასეთი ბედი ელოდებათ ისევ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა