დავით მათიკაშვილი ოპოზიციის დაანონსებულ არეულობაზე: უსამშობლო ოპოზიცია ვერანაირად ვერ შეძლებს რაიმე ფორმით ისეთი ხელშესახები პროტესტის შეკრებას, რომელსაც რაიმე საშუალება გააჩნია არსებითად იმოქმედოს პოლიტიკურ პროცესებზე

დავით მათიკაშვილი

 უსამშობლო ოპოზიცია ვერანაირად ვერ შეძლებს რაიმე ფორმით ისეთი ხელშესახები პროტესტის შეკრებას, რომელსაც რაიმე საშუალება გააჩნია არსებითად იმოქმედოს პოლიტიკურ პროცესებზე, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა, 4 ოქტომბერს რადიკალების მიერ დაანონსებულ არეულობაზე.

მისი თქმით, ოპოზიციას არ გააჩნია რესურსი, რომ ქვეყანაში პროცესების დესტაბილიზაცია მოახდინოს.

რადიკალური უსამშობლო ოპოზიცია არის სრულიად უსუსური. მათ არ გააჩნიათ ყველაზე მთავარი, რაც არის - საზოგადოების მხარდაჭერა. საზოგადოების, რომელიც წლიდან წლამდე კიდევ უფრო მეტად უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“, კიდევ უფრო მეტად რწმუნდება მოქმედი ხელისუფლების პრაგმატულ პოლიტიკაში, ეროვნულ პოლიტიკაში, სუვერენიტეტზე და ოჯახურ ღირებულებებზე გათვლილ პოლიტიკაში, ქვეყნის გაერთიანებისთვის სწრაფვაში. ყველაფერი დანარჩენი, ბუნებრივია, რომ არის ტყუილი, რომელიც მომდინარეობს რადიკალების მცირე ჯგუფისგან. ამიტომ ცხადზე ცხადია უსამშობლო ოპოზიცია ვერანაირად ვერ შეძლებს რაიმე ფორმით ისეთი ხელშესახები პროტესტის შეკრებას, რომელსაც რაიმე საშუალება გააჩნია არსებითად იმოქმედოს პოლიტიკურ პროცესებზე

ოთხი ოქტომბრის არჩევნებისთვის რადიკალური ოპოზიცია არეულობისთვის ემზადება. მიზანი საარჩევნო პროცესის ჩაშლა და ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლაა.