თქვენს მიერ არჩეული სურათი ბავშვობის ტრავმას გამოავლენს - ფსიქოლოგიური ტესტი
1762094261
ხვალ ევროკავშირის ანგარიში თუ ობიექტურ მოცემულობაზე დაყრდნობილი იქნება, მაშინ საქართველოს ყველა მიმართულებით მაღალი შეფასება ეკუთვნის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, ანგარიშის შინაარსს დაელოდებიან.
„საქართველოს ევროპული წიაღიდან მადლობის მეტი არაფერი ეკუთვნის იმ გადადგმული ნაბიჯებისთვის, რაც უახლოეს წარსულში ქვეყანამ გადადგა, თუმცა ჩვენ საქართველოს მიმართ სუბიექტივიზმით გაჯერებული ორმაგი სტანდარტი არაერთხელ გვინახავს, როცა პროგრესის დანახვა და მაჯაზე ხელის დადება არ უნდათ, რათა იმ გულისცემას დაუგდონ ყური, რაც ქართველ ხალხს აქვს. სამწუხაროდ, ის ნაწილი, ვინც საქართველოს მიმართ მტრულად არის განწყობილი, მძლავრობს. ბუნებრივია, ანგარიშის შინაარსს დაველოდებით“, – განაცხადა მათიკაშვილმა.