ინფორმაცია მათთვის, ვინც სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებას აპირებს
1775910464
ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, ოპოზიციონერ ზურაბ ფარჯიანის განცხადებას Fox News-ის სტატიასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში აფასებს და აცხადებს, რომ ფარჯიანი აჟიტირებული და გახარებულიც კია იმის გამო, რომ "ქვეყანას საფასურის გადახდა მოუწევს."
ჩიხელიძის თქმით, ფარჯიანმა ზუსტად იცის, რომ საქართველოს შესახებ გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლოა, მაგრამ საზოგადოებას მაინც ატყუებს.
„ვინმე ფარჯიანი, „ბროლის ბუს“ ყოფილი მფლობელი, Fox News-ის სტატიის გამო აჟიტირებულია და სიხარულითაც კი აცხადებს, რა კარგია, ქვეყანას საფასურის გადახდა მოუწევსო. ესეც ლევან ბერძენიშვილის კალიბრისაა - ადამიანი, რომელმაც, ბევრი წიგნი წაიკითხა, მაგრამ აზროვნების ელემენტარული უნარი ვერ გამოიმუშავა. რაზე უნდა ესაუბრო ადამიანს, რომელმაც ზუსტად იცის, რომ საქართველოს შესახებ გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლოა, მაგრამ მაინც, სრული ცინიზმითა და შეგნებით, ატყუებს საზოგადოებას?" - წერს დავით ჩიხელიძე. ცნობისთვის, Fox News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი საქართველოს იყენებს სანქციებისგან თავის არიდებისა და სამხედრო მანქანის დაფინანსებისთვის.