დავით ჩიხელიძე: საქართველოს მიერ კორუფციის არარსებობის ინდექსში მიღწეული 67%-იანი მაჩვენებელი, ერთი შეხედვით სტატისტიკური მონაცემია, მაგრამ რეალურად ასახავს უფრო ღრმა პროცესს – სახელმწიფოს ინსტიტუციური განვითარების ხარისხს

დავით ჩიხელიძე

საქართველო ფაქტობრივად ამტკიცებს, რომ მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ გეოპოლიტიკურ ჭრილში. საკითხი ბევრად უფრო ღრმაა – საქართველო რეალურად იზიარებს და ახორციელებს იმ ღირებულებებს, რაზეც დგას ევროკავშირი და ნატო. სწორედ ამიტომ, როდესაც საუბარია ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე, საერთაშორისო პარტნიორებისთვის ეს ინდექსი არის ყველაზე ძლიერი არგუმენტი: საქართველო არა მხოლოდ ასწრებს კანდიდატებს, არამედ ბევრ წევრ ქვეყანასაც, რაც მიანიშნებს, რომ მისი მზადყოფნა რეალური და დასაბუთებულია - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის გამოკვლევის ფარგლებში ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კორუფციის არარსებობის ინდექსს, სადაც საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 67% მიიღო, მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, საერთო სურათში, საქართველო დღეს უკვე არ არის მხოლოდ „კანდიდატი ქვეყანა“, რომელიც უნდა დაეწიოს ევროპას – ის არის სახელმწიფო, რომელიც ევროპულ სტანდარტებში ზოგიერთ წევრ ქვეყანას უსწრებს და ამით ცხადყოფს: საქართველო სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის ღირებულებებთან.

„საქართველოს მიერ კორუფციის არარსებობის ინდექსში მიღწეული 67%-იანი მაჩვენებელი და მსოფლიოში 35-ე ადგილი, ერთი შეხედვით მხოლოდ სტატისტიკური მონაცემია, მაგრამ რეალურად იგი ასახავს ბევრად უფრო ღრმა პროცესს – სახელმწიფოს ინსტიტუციური განვითარების ხარისხს. კანონის უზენაესობა და კორუფციის დაბალი დონე არის სწორედ ის საყრდენი, რომელზეც დგას ევროპული პოლიტიკური კულტურა.

იმ ფაქტმა, რომ საქართველო კორუფციის არარსებობით უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და წევრ 14 სახელმწიფოსაც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორი მიზეზით.

პირველი – ეს არის მკაფიო სიგნალი, რომ საქართველომ მოახერხა ისეთი სისტემური ცვლილებების განხორციელება, რასაც სხვა ევროპული სახელმწიფოები დღემდე ვერ ან არასრულად ახორციელებენ.

მეორე – ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთვის ევროპული სტანდარტები არ არის თეორიული მიზანი, არამედ ყოველდღიურ პრაქტიკაში განხორციელებული რეალობა.

ამით საქართველო ფაქტობრივად ამტკიცებს, რომ მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ გეოპოლიტიკურ ჭრილში. საკითხი ბევრად უფრო ღრმაა – საქართველო რეალურად იზიარებს და ახორციელებს იმ ღირებულებებს, რაზეც დგას ევროკავშირი და ნატო. სწორედ ამიტომ, როდესაც საუბარია ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე, საერთაშორისო პარტნიორებისთვის ეს ინდექსი არის ყველაზე ძლიერი არგუმენტი: საქართველო არა მხოლოდ ასწრებს კანდიდატებს, არამედ ბევრ წევრ ქვეყანასაც, რაც მიანიშნებს, რომ მისი მზადყოფნა რეალური და დასაბუთებულია.

ეს შედეგი ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის სტრატეგიულ მნიშვნელობას – ინსტიტუციური გაძლიერება, გამჭვირვალობა და მაღალი პასუხისმგებლობა იქცა იმ საფუძვლად, რომლის გარეშეც ევროკავშირსა და ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაცია შეუძლებელია.

საერთო სურათში, საქართველო დღეს უკვე არ არის მხოლოდ „კანდიდატი ქვეყანა“, რომელიც უნდა დაეწიოს ევროპას – ის არის სახელმწიფო, რომელიც ევროპულ სტანდარტებში ზოგიერთ წევრ ქვეყანას უსწრებს და ამით ცხადყოფს: საქართველო სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის ღირებულებებთან.“ - წერს ჩიხელიძე.