დარწმუნებული ვარ ერთ რამეში მკაფიოდ, სიმართლე აუცილებლად იზეიმებს, შემიძლია ჩემი სიმართლის დამტკიცება - ლუკა ჭოხონელიძე

ლუკა ჭოხონელიძე

 გვიან ღამემდე გაგრძელდა სამმართველოში ოპოზიციის ორი აქტივისტის - ლუკა ჭოხონელიძის და ალბი კორძაიას გამოკითხვა. ჭოხონელიძეს გაუპატიურებასა და შევიწროებაში ადანაშაულებენ.

ალბი კორძაიამ 2 დღის წინ გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც ჭოხონელიძე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა, თუმცა მსხვერპლის ვინაობა არ დაუსახელებია.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ წაყენებული ბრალი მედიასთან უარყო ლუკა ჭოხონელიძემ და აღნიშნა, რომ ცილისწამებისთვის აუცილებლად მიმართავს სასამართლოს. ალბი კორძაიამ საგამოძიებო უწყება კომენტარის გარეშე დატოვა.

"ძირითადად იყო ამ პოსტის მიმოხილვა, რა პოსტიც იხილეთ ალბათ ყველამ და დარწმუნებული ვარ ერთ რამეში მკაფიოდ, რომ სიმართლე აუცილებლად იზეიმებს და მჯერა, მათ შორის, ასეთ რეპრესიულ პირობებშიც შემიძლია ჩემი სიმართლის დამტკიცება. ასე რომ სამტკიცებელი და სალაპარაკო ბევრი არაფერი მაქვს. უახლოეს დღეებში იწყება მეორე ნაწილი, როდესაც ცილისწამების წინააღდმეგ აუცილებლად შევიტანთ საჩივარს", - აცხადებს ლუკა ჭოხონელიძე.